Tuesday, May 18, 2010

წელიწადის დროები



1. პროექტის სახელი: წელიწადის დროები
2. პროექტის მოკლე აღწერა: წელიწადის დროების განხილვა თავისი მახასიათებლებით.


3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან წელიწადის დროების ღწერას, განასხვავებენ მათ ბუნებრივ მოვლენებს და კლიმატს.
მოსწავლეები იგებენ მასწავლებლის მითითებებს, ინსტრუქციებს ისმენენ და თარგმნიან ტექსტებს, ინიშნავენ მათთვის უცხო სიტყვებს, ცდილობენ თავიანთი მოსაზრებების გამოთქმას და ახსნას, შესაძლებლობა ექნებათ გადაიტანონ საკუთარი წარმოსახვა ნახატში.ასევე სასურველია კლასი გაიყოს 4 ჯგუფად და დაევალოს მათ თითოეული დროის პრეზენტაცია,ეს წაახალისებს მათ და დაეხმარება კონკურენტუნარიანობაში, თითოეული მოსწავლის ჩართულობაში და მაქსიმალური შესაძლებლობის გამოვლენაში.


4. მონაწილეთა ასაკი/კლასი: V-VI კლ.


5. ვადები: 2 კვირა


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვებზე პასუხის გაცემა, მსჯელობა, ტექსტის თარგმნა ,მასწავლებლის მიერ შედგენილი ცხრილების შევსება,ნახატების აღწერა.დაფაზე მუშაობა, ჯგუფური მუშაობა ტექსტების აწყობა,.დიალოგური მეტყველება მაგ:რომელი დრო გიყვარს? რატომ ? და ა შ.


7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი. ჩამოუყალიბდებათ კითხვითი, სმენითი და სამეტყველო უნარები, ასევე ჯგუფური მუშაობის, ურთიერთმოსმენის და მსჯელობის უნარჩვევები.


8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები მოიძიებენ და შეიტყობენ ინფორმაციას სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ადამიანთა საქმიანობის და კლიმატის შესახებ. წელიწადის ამა თუ იმ დროს მოაწყობენ ნახატების გამოფენას.
9. სამუშაო ენა: ინგლისური–რუსული


10. საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტში შესაძლებელია შემდეგი საგნების ჩართვა:ინგლისური ,რუსული,ხატვა.
11. _______


12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნათია გელაშვილი


13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natia1985@gmail.com